კურსის საჭიროება და მიზანი
კურსის გავლის შედეგად, მიიღებთ ინფორმაციას ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოების შესახებ.
კურსი აღწერს ღონისძიებებს, რომლებიც უნდა გატარდეს სამუშაო სივრცეში არსებული საფრთხეებისგან დასაქმებული ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების, ასევე, ნაყოფისა და ბავშვის ჯანმრთელობის დასაცავად.
კურსი დაეხმარება შრომის ინსპექტორებს და სფეროში მომუშავე პროფესიონალებს ბრძანების აღსრულებაზე ზედამხედველობის პროცესში და როგორც დამხმარე ინსტრუმენტი, ხელს შეუწყობს ბრძანების სწორად იმპლემენტაციას.
სწავლების მიზნებია:
ფლობდეთ ინფორმაციას საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ რეგულაციებზე, რომლებიც ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალებისთვის შრომის უფლებების დაცვის მიმართულებით მოქმედებს;
განსაზღვროთ ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები;
განსაზღვროთ სამუშაო ადგილებზე არსებული საფრთხეები და რისკ-ფაქტორები, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების, ასევე, ნაყოფისა და ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე;
საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოთ ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების სამუშაო ადგილების შემოწმება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.
ტექნიკური საჭიროებები:
დარწმუნდით, რომ თქვენს კომპიუტერს აქვს შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა აუდიო და ვიდეო მასალით სარგებლობისთვის;
კურსის მოდულების გავლა შესაძლებელია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად;
კურსი შეგიძლიათ ნებისმიერ დროს განაგრძოთ იმ ადგილიდან, სადაც შეწყვეტთ კურსით სარგებლობას;
კურსი შედგება 7 მოდულისგან, შესაბამისი სავარჯიშოებითა და ფინალური ტესტირებით;
ყველა მოდულის გავლის შემდგომ, ფინალური ტესტირების შედეგად, შეძლებთ ელექტრონული კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვებას;
სერტიფიკატი გაიცემა ფინალური ტესტირების შედეგად კითხვების მინიმუმ 70%-ზე სწორი პასუხის შემთხვევაში.